ჩვენ შესახებ
tenianoba.ge კომპანია GIOS-ის (ჯიოსი) პროექტია — ტენიანობის კონტროლის სისტემები კომერციული და ინდუსტრიული ობიექტებისთვის.
ჯიოსი — კომფორტული გარემოსთვის
ჯიოსი სრულად ორიენტირებულია დამკვეთებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. ჩვენი მიმართულებებია გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა და წყალგაყვანილობა. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია წარმატებული და თბილი ურთიერთობა ნებისმიერი ტიპის დამკვეთთან.
ჩვენი მუშაობის პრინციპი სწრაფ მოგებას კი არა, კომპანიის ფრთხილ და ეტაპობრივ განვითარებას ეფუძნება — თავდაუზოგავ შრომასა და პასუხისმგებლობაზე. პროფესიონალი მენეჯერებისა და ტექნიკოსების გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს სამუშაოს ხარისხზე.
ტენიანობის კონტროლი ბუნებრივი გაგრძელებაა იმისა, რასაც წლებია ვაკეთებთ: ჰაერის სწორი პარამეტრები შენობაში. ამიტომ ვთავაზობთ არა მხოლოდ დანადგარს, არამედ სრულ გადაწყვეტას — შერჩევიდან სერვისამდე.
გამოცდილება HVAC-ში
გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და სამაცივრე სისტემების პროექტები სხვადასხვა სირთულის ობიექტზე.
სრული ციკლი
კონსულტაცია, შერჩევა, მიწოდება, მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება.
პარტნიორი მწარმოებელი
38 მოდელი ოთხ სერიაში, Hitachi და სხვა წამყვანი ბრენდების კომპრესორებით.
არ იცით, რომელი მოდელი გჭირდებათ?
მოგვწერეთ ობიექტის ფართობი და დანიშნულება — სპეციალისტი შეგირჩევთ სისტემას და მოგიმზადებთ შეთავაზებას.